„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ დაანონსებული აქცია

ვინ დაესწრება ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციას „ნაციონალური მოძრაობიდან“ – შიდაპარტიული პროცესების მიუხედავად, ნიკა მელიას მომხრეთა ნაწილი აცხადებს, რომ აქციაზე მივა იმ შემთხვევაში, თუ დღის წესრიგში მხოლოდ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით დღეს აქციას გამართავენ. პარტიის წევრების თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მას გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება.