„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები თბილისში სამ ლოკაციაზე საპროტესტო აქციას მართავენ. ოპოზიციური პარტია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება. აქციის მონაწილეების განცხადებით, ანგარიში მწვავეა და აუცილებელია მასზე მოქალაქეების რეაგირება.

სუს-თან შეკრებილები ამბობენ, რომ ამავე ანგარიშში მიხეილ სააკაშვილის არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი და აუცილებელია, სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვოს.