„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რუსთავში ამომრჩეველს ხვდებიან

ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე გრიგოლ ვაშაძე და პარტიის სხვა წარმომადგენლები. ამჯერად პარტიის ლიდერები რუსთავში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. რუსთაველების დიდ ნაწილს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და მრავალი წლის მანძილზე დაუკანონებელი ბინების პრობლემა აწუხებთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მათ ეკონომიკის სამინისტროსთან შუამდგომლობას და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.