„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.

პარტიის ლიდერთა განცხადებით, დიპლომატებს ინფორმაცია თანაპარტიელთა მიმართ არსებულ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით მიაწოდეს. თავად საელჩოების წარმომადგენლებს, შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ.