„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის გენერალური მდივანი ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ. ევროკავშირის საელჩოში მთავარი განსახილველი საკითხები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საქართველოს ეკონომიკური განვითარება იყო. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 2024 წლის არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებაზე. მისი თქმით, ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით არსებულ 300 უბანზე, რომელზეც გაყალბების მაღალია რისკია.