„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აშშ-ში შეხვედრებს მართავენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შეხვედრებს აგრძელებენ. პარტიის ლიდერები სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორ ჯიმ რიშსა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, სენატორ ვიკერის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ლიდერების განცხადებით, სენატორებთან საუბრისას განიხილეს „საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის საკითხი, ივანიშვილის რეჟიმის კავშირები კრემლთან, ჩინეთთან და ირანთან და პოლიტიკური პატიმრების საკითხი“.