„ნაციონალური მოძრაობის“ ულტიმატუმი შერიგების სანაცვლოდ 

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი გზავნილი და გაყოფილი პოზიციები ოპოზიციაში.

მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია ხელისუფლებას ეროვნული შერიგებისკენ მოუწოდებს, სხვა შემთხვევაში პროტესტის კიდევ უფრო გამძაფრებას აანონსებს. როგორც ირკვევა, შერიგებაში ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები იგულისხმება. ფართო შეთანხმება და გადატვირთვა – ასეთია დღევანდელი გზავნილი სააკაშვილისგან, რომელიც პარალელურად დეკემბერში დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზე აკეთებს აქცენტს. შერიგების იდეის არ სჯერა ხელისუფლებას, რომელიც ექს-პრეზიდენტს პირველ რიგში საკუთარი დანაშაულების აღიარებისა და საზოგადოების წინაშე მონანიებისკენ მოუწოდებს. შერიგების ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის ნაწილიც, რომელიც ბოლო არჩევნებზე 43%-იანი ზღვარის გადალახვის გამო ვადამდელი არჩევნების საკითხის გააქტიურებასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს.