„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები

როდის და როგორ უნდა ჩატარდეს ახალი თავმჯდომარის არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ – საკითხთან დაკავშირებით, პარტიაში დღეს შეხვედრაა დაგეგმილი.

ამ დროისთვის ცნობილია არჩევნებში მონაწილეობის მსურველი სამი კანდიდატის ვინაობა, პარტიის თავმჯდომარეობისთვის ნიკა მელიაგიორგი ჩალაძე და გიორგი მუმლაძე იბრძოლებენ. ასევე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურაზეც, რომელსაც ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

რაც შეეხება არჩევნებს, ის სავარაუდოდ ელექტრონული წესით ჩატარდება – გადაწყვეტილება პარტიის სამუშაო ჯგუფმა მიიღო, რომელიც დასამტკიცებლად პარტიის პოლიტსაბჭოს წარედგინება. პარალელურად, ჯგუფში მუშაობა გაგრძელდება კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც, ერთ-ერთი ვერსიით, თავმჯდომარეობის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის, პოლიტსაბჭოს მინიმუმ სამი წევრის მხარდაჭერა იქნება აუცილებელი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვარაუდობენ, რომ ახალი ხელმძღვანელის არჩევას დეკემბრის ბოლომდე შეძლებენ.