„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილების მოლოდინი

დაახლოებით ათ დღეში გახდება ცნობილი, შევა თუ არა პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამის შესახებ განცხადება კიევიდან დაბრუნებულმა ნიკა მელიამ გააკეთა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა. ნიკა მელია ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე პირადად პოზიცია ჩამოყალიბებული აქვს, თუმცა, იგეგმება შეხვედრები რეგიონებში და გადაწყვეტილების თაობაზე თვის ბოლოს ისაუბრებენ.