„ნაციონალური მოძრაობის“ შიმშილობის აქცია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად კარვებში შიმშილობენ.

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ბრძოლის მთავარი გზა ახლა სწორედ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადის. მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. ბრძოლის ახალი სამოქმედო სტრატეგია, რომელიც ნიკა მელიამ გუშინდელ აქციაზე გამოაცხადა, ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის გაუგებარია. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეროვნული თანხმობის პროცესში მონაწილეობაზე პარტია თანახმაა. ხელისუფლება კი დარწმუნებულია, რომ შიმშილობის დავალება გუნდმა ექს-პრეზიდენტისგან მიიღო. ოპოზიციური პარტიების კრიტიკულმა შეფასებებმა მიხეილ სააკაშვილი იმდენად გააღიზიანა, რომ მისი პარტიის გეგმის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ოპოზიციას მორიგი წერილით მიმართა, თანამებრძოლები კი ისტორიული მაგალითებით გაამხნევა.