„ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრა ამომრჩეველთან

ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებმა ყვარელში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართეს. მათ „ქართული ოცნების“ მმართველობა შეაფასეს და შეკრებილებს საკუთარ გეგმებზე და პრიორიტეტებზე ესაუბრნენ. მათი თქმით, კახეთში ყველა მნიშვნელოვანი პროექტი მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერაა განხორციელებული. ამომრჩეველს მათ კიდევ ერთხელ წარუდგინეს კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ბოტკოველი. მხარდამჭერებს ონლაინ-რეჟიმში მიმართა მიხეილ სააკაშვილმა და სხვადასხვა პროექტის განხორციელებას დაპირდა.

დატოვე კომენტარი