„ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

მოსარჩელე მხარე ამომრჩევლის მოსყიდვის გამო სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქმეზე მათ კონკრეტული მტკიცებულებები წარადგინეს. მათ შორისაა უიმედო სესხების განულების პროგრამაც, რომელსაც ოპოზიცია ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს.

მოსამართლე ამ წუთებში გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.