„ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი

15:26, 02.04.2026

საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი, პარლამენტის დროებითი კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურს უწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და დავის გაგრძელებას გეგმავენ. პარტიაში აცხადებენ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას თავიდანვე გაცხადებული მიზანი ჰქონდა – აეკრძალა პოლიტიკური პარტიები, რაც არაკონსტიტუციური ქმედებაა. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოს იურიდიულად დაუსაბუთებელი და აბსურდული სარჩელი წარუდგინა, რაც მტკიცებულებებს არ ეყრდნობოდა.

მსგავსი