„ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციები

ქუჩაში გასული „ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტს განაგრძობს.

დილიდან აქციები ერთდროულად მიმდინარეობდა იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროებთან და სუს-ის შენობასთან. საპროტესტო გამოსვლები 46 ადამიანის დაკავებით დასრულდა. მათ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კატეგორიულად უარყოფენ. აქციებმა დაპირისპირების და ინციდენტების ფონზე ჩაიარა. სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. აქციებს რამდენიმე ოპოზიციური პარტიიდანაც შეუერთდნენ.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის და გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული პროტესტი ხვალაც გაგრძელდება. შემდეგი შეკრების ადგილი ვაჟა ფშაველას ძეგლია.