თვითმმართველობის არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება. მმართველი გუნდი და ოპოზიციური პარტიების ნაწილი საარჩევნო მარათონში აქტიურად არის ჩართული, გამონაკლისია რამდენიმე პარტია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში რჩება.
4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აპირებს შეკრებას „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამბობს, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს. პარტია აქციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას ატარებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი ამჯერად მარნეულში იმყოფებოდნენ, სადაც საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და მოსახლეობას 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს.