„ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგლამენტში ისეთი ცვლილებების შეტანა სურს, რომლითაც საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრები აღარ იქნებიან ვალდებული, კომისიის სხდომების საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა.

ბეჟაშვილის თქმით, ასევე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება ეძლევა, შეითავსოს კომისიის მდივნის ფუნქციები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ცვლილებები არ იყო შეთანხმებული არც პარტიების წარმომადგენლებთან და არც არასამთავრობო ორგანიზაციებთან.