„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პიარსტრატეგია

ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გაძვირებულ სამომხმარებლო კალათაზე და სურსათის გაზრდილ ფასებზე სასაუბროდ ამჯერად მოსახლეობას ურეკში შეხვდნენ. ლევან ხაბეიშვილმა 2012 წლის და 2024 წლის სურსათის ფასები ერთმანეთს შეადარა და განაცხადა, რომ სამომხმარებლო კალათა ორჯერ არის გაძვირებული.

ოპოზიციის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებებს გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში, სადაც საპირისპიროზე საუბრობენ და ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებენ.