„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“-ს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ რეფორმების გუნდის ხელმძღვანელად ირაკლი ყიფიანი წარადგინა. ნიკა მელიას თქმით,  ყიფიანი არ იქნება მხოლოდ ახალი სახე, ის და მისი მეგობრები ახალ ხედვებს წარმოადგენენ, თუ როგორ უნდა დაძლიოს ქვეყანამ სიღარიბე და რთული ეკონომიკური მდგომარეობა.