„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ყრილობა

ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის ყრილობა ჩატარდა.

ყრილობაზე ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯომარედ ბესიკ ბრაგაძე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ გიგა შუშანია აირჩიეს.

შეხვედრას „სკაიპით“ მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო. შეხვედრას გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია და სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.