„ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი

ტაქსების რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიასა და საკრებულოში დადგენილების პროექტის შეტანას გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, რეგულაციები ტაქსის მძღოლებს დამატებით პრობლემებს შეუქმნის. მელიქიშვილი კორუფციულ სქემაზეც საუბრობს და ამბობს, რომ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ ტაქსების თეთრად გადაღებვა კონკრეტული კომპანიების ინტერესებს ემსახურება.