„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა

ცვლილებებია მოსალოდნელი „ნაციონალურ მოძრაობაში.“ პარტიას გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს.

თანამდებობას, რომელსაც წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი იკავებდა და რომელიც საქართველოდან ექს-პრეზიდენტის წასვლის გამო ვაკანტური იყო, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ჩააბარებენ. თავმჯდომარედ ვაშაძის არჩევას მხარს უჭერს თავად სააკაშვილიც, რომელიც პარტიის შემადგენლობის შეცვლაზეც საუბრობს.

ცვლილებებს მიესალმებიან ყოფილი თანაგუნდელებიც „ევროპული საქართველოდან.“ მათ შორისაა გიგი უგულავაც, რომელსაც დღევანდელმა დღემ ციხეში დაწერილი წერილი გაახსენა. 2016 წელს უგულავა პარტიაში ცვლილებების და ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობაზე საუბრობდა, თუმცა მაშინ ჯერ ისევ თანაგუნდელის რჩევა პარტიაში არ გაითვალისწინეს.

ანა ბროლაძე გვეტყვის, როგორ ჩაიარა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომამ.