„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა - შეფასებები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ინიციატივას და 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ შეკრებას უერთდება – ასეთია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ეს არის სახალხო მოძრაობის, ხალხის პროტესტის დღე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ქართველი ხალხის გვერდით. „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით სკეპტიკურად უყურებს პარტია „გირჩი“. მათი განმარტებით, დაგეგმილ აქციას სერიოზული პროცესები ვერ მოჰყვება. ე.წ. მშვიდობიანი დამხობის იდეას აფასებენ კოალიცია „ძლიერ საქართველოშიც“ და ამბობენ, რომ მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგი მათი პარტია არ არის და არ გამორიცხავენ, რომ მათი ამომრჩეველიც საარჩევნო უბანზე „ლელოსთვის“ ხმის მიცემის შემდგომ აქციას შეუერთდეს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ გეგმისგან სერიოზულ პროცესებს არ ელოდებიან და გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.