„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა 

15:13, 30.07.2026

ამ წუთებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება. პარტიის ლიდერების ინფორმაციით, იმსჯელებენ ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დღესვე განისაზღვრება ყრილობის თარიღიც, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. შეგახსენებთ, პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას, პარტიის წესდებით განსაზღვრული ორწლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა. პარტიამაც და ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც, მხარდამჭერებს ყრილობის ჩასატარებლად თანხის შეგროვების თხოვნით უკვე მიმართა.

მსგავსი