„ნაციონალური მოძრაობის“ პასუხი ბრალდებებზე

რატომ გახსნეს საზღვრები 2008 წლის შემდეგ, რატომ გადასცეს ენერგო ობიექტები რუსეთს და რატომ იღებდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი რუს ტურისტებს საზღვარზე, – საქართველოს პრემიერის ამ შეკითხვების პასუხად „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მაშინ სხვა ვითარება იყო.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, 2008 წლის და 2022 წლის შედარება აბსოლუტურად არასწორია. მისი თქმით, ახლა რუსეთს სანქციებს უწესებენ.