„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული აქცია
დაგვიანებით დაწყებული და დაახლოებთ 40 წუთში დასრულებული აქცია.
მიხელ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი შეკრება არც თუ ისე ხალხმრავალი აღმოჩნდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველ ოქტომბერს გამართული აქციით მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ხუთ წლიანი პატიმრობა გააპროტესტა. რიყის პარკში თავმოყრილი მხარდამჭერების მცირე რაოდენობის მიუხედავად პარტიის ხელმძღვანელობა შეკრებით კმაყოფილია და მომავალში ბევრად ხალხმრავალ აქციებს აანონსებს.
ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ოპტიმიზმს არ იზიარებს მოქმედი ხელისუფლება. მმართველი პარტია გუშინდელ შეკრებას ოპოზიციის არასწორი ქმედებების და „აიარაის“ ამ დრომდე გასაიდუმლოებული კვლევის შედეგების მორიგ დადასტურებად განიხილავს. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის პოლიტპატიმრად გამოცხადებას, „ქართული ოცნება“ მოთხოვნას აბსურდად აცხადებს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას არც ერთი სხვა ოპოზიციური პარტია არ დასწრებია.