„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული აქცია

12:22, 02.10.2026

„ნაციონალური მოძრაობა“ კმაყოფილია რიყის პარკში გუშინ გამართული საპროტესტო აქციით და აცხადებს, რომ პროტესტი – გეგმის შესაბამისად ჩატარდა, მისი მასშტაბი კი – მომავალში გაიზრდება. შეკრებილებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს და „ქართული ოცნების“ მმართველობა გააპროტესტეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად რიყის პარკში მაინც შეიკრიბნენ. აქციაზე სხვა პოლიტიკური ძალები არ გამოჩენილან. აქციას გამოეხმაურნენ გიორგი გახარიას პარტიაში და განაცხადეს, რომ ისინი აქციას ემიჯნებიან. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ისინი გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას კომიკურ შეკრებას უწოდებენ უწოდებენ.

მსგავსი