„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დააზიანეს

12:40, 24.05.2018

გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დააზიანა. ჩამსხვრეულია შუშა. პარტიის წევრი, ზვიად კუპრავა, მომხდარს მის აქტივობას უკავშირებს და ხელისუფლებას ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

 

მსგავსი