„ნაციონალური მოძრაობის“ მსვლელობა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. აქტივისტები ამ წუთებში ავტომობილებით მსვლელობას მართავენ. ისინი თბილისის რამდენიმე გამგეობასთან გააპროტესტებენ გავრცელებულ ჩანაწერს. საბოლოოდ კი მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდება პროტესტი.

აქტივისტები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის გადადგომას ითხოვენ.