„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს რეგულარული ავია მიმოსვლის აღდგენისკენ მოუწოდებს.

საკითხზე განცხადება დღეს ხატია დეკანოიძემ გააკეთა. მისი თქმით მმართველ გუნდს არ აქვს კრიზისთან გამკლავების გეგმა და მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ რეგულარული ავია მიმოსვლის აღდგენას არც შემოდგომაზე გეგმავს.

ხატია დეკანოიძის განცხადებას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.