„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკისგან იმ საბანკო რეგულაციების გაუქმებას მოითხოვს, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ სირაძე აცხადებს, რომ ახალმა რეგულაციებმა, რომელიც ჭარბვალიანობის შესამცირებლად დააწესეს, ვალი კიდევ უფრო გაზარდა.

სირაძის თქმით, აღნიშნული შეზღუდვებით განსაკუთრებით გაუარესდა თვითდასაქმებული ადამიანების მდგომარეობა, ვინაიდან მათ შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ შექმნილი ვითარება მევახშეობას შეუწყობს ხელს.