„ნაციონალური მოძრაობის“ მერვე ყრილობა დასრულებულია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერვე ყრილობა დასრულებულია. არჩეულია პარტიის ახალი თავმჯდომარე. შექმნიდან 18 წლის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს. მიხეილ სააკაშვილი კი საპატიო თავმჯდომარის პოსტს ინარჩუნებს.

ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. მათ სიტყვით მიმართა ახალმა თავმჯდომარემ. მიხეილ სააკაშვილი კი ყრილობაზე ტელეხიდით ჩაერთო.