„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი

„ქართული ოცნების“ შემდეგ საარჩევნო კამპანიას ოპოზიციის ნაწილიც იწყებს.

ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობა“ სავარაუდოდ, დედაქალაქის მერობის კანდიდატის წარდგენას გეგმავს. რა ფორმით ჩაერთვება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია თვითმმართველობის არჩევნებში და ვინ იბრძოლებს მათი გუნდიდან თბილისის მერობისთვის – სავარაუდოდ, სწორედ ეს იქნება მთავარი თემა. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ხვალ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით ოპოზიციაში შიდა კონსულტაციები იგეგმება, რომელიც სწორედ საარჩევნო სტრატეგიას და შესაძლო კოორდინაციის საკითხს შეეხება. პირდაპირ ეთერში ვრთავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გამოსვლას.