„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რეგიონებში წარსადგენ მაჟორიტარობის კანდიდატებს ასახელებს.

ეს არის თემა, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციაში შიდა უთანხმოების მიზეზი გახდა. თავის დროზე საარჩევნო სისტემის შეცვლის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე ვერ შეთანხმდნენ და ცალ-ცალკე მოქმედების გზა აირჩიეს. გამონაკლისი მხოლოდ თბილისი აღმოჩნდა, რეგიონებში კი ყოფილმა მმართველმა პარტიამ დამოუკიდებლად მოქმედების გეგმა დააანონსა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა.

ვისზე გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევანი, ნოდარ ჩაჩუა გაგვაცნობს.