„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების კონსულტაცია სააკაშვილთან

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დასკვნითი კონსულტაციები მიმდინარეობს.

დიდი ალბათობით კიევში გადაწყდება, შეწყვეტს თუ არა პარტია ბოიკოტს, მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის შეთანხმებას და შევა თუ არა პარლამენტში. როგორც ჩანს, გუნდში გაყოფილი პოზიციების და აზრთა სხვადასხვაობის ფონზე გადამწყვეტი ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია იქნება. უკრაინის დედაქალაქში მასთან სასაუბროდ ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოსული ნიკა მელია და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრი იმყოფება. საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა პოზიცია ჰქონდა, თუმცა ბოლოს თანაგუნდელებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდა. კიევში ჩასულ პოლიტიკოსებს შორის არიან როგორც ბოიკოტის შეწყვეტის, ისე მისი გაგრძელების მომხრეები. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.