„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ლონდონში – შეფასებები
„ნაციონალურ მოძრაობას“ ან სხვა პატრიოტულ პარტიას ვინც არ უნდა დაეხმაროს, დავით კეზერაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ამას მხოლოდ მივესალმებით – ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ გააკეთა.
ბარამიძეს გავრცელებულ ინფორმაციაზე დაუსვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც, თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთში დავით კეზერაშვილს შეხვდებიან, რაზეც მან უპასუხა, რომ პარტიის ლიდერები, დიდ ბრიტანეთში სერიოზულ მოლაპარაკებებზე არიან და მიზანი ბიძინა ივანიშვილისთვის ბრიტანეთის სანქციების დაწესებაა, თუმცა ბარამიძე მათ კეზერაშვილთან შეხვედრას არ გამორიცხავს, რადგან ზოგიერთ მათგანს პირადი, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.
მმართველ გუნდში სავარაუდო შეხვედრას, არჩევნებსა და ფულადი რესურსის საჭიროებას უკავშირებენ.