ნაციონალური მოძრაობის ხელშეკრულება ლობისტურ კომპანიასთან

როგორ მოხვდა ბათუ ქუთელიას გვარი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამერიკულ ლობისტურ კომპანიას შორის გაფორმებულ კონტრაქტში, – თემა პოლიტიკურ სპექტრში აქტუალობას არ კარგავს.

„ორიონ სტრატეჯი“, რომელმაც ყოფილ მმართველ პარტიასთან ერთწლიანი სამუშაო ხელშეკრულება ოქტომბერში გააფორმა, საკონტაქტო პირად ქუთელიას მითითებას შეცდომად აცხადებს. თუმცა მმართველ გუნდს ამ განმარტებების არ სჯერა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტი ,„ქართული ოცნებისთვის“ ოფიციალური მტკიცებულებაა იმის დასტურად, რომ ექსპერტი და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ქუთელია პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს და ყოფილ მმართველ პარტიას ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან შუამავლობას უწევს.

დღეს ამ თემაზე მედიასთან განმარტებები თავად ბათუ ქუთელიამაც გააკეთა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა.