„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის წარდგენა

ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია” წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა დღეს საჩხერეში.

ბლოკის ლიდერებმა მხარდამჭერებს საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარუდგინეს და პრიორიტეტებსა და გეგმებზე ესაუბრნენ. მათ ამომრჩეველს 31 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდეს. შეკრებილებს ონლაინ რეჟიმში მიმართა მიხეილ სააკაშვილმაც.