„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა

„ნაციონალური მოძრაობა“ „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“ ქმნის. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპასუხო დოკუმენტი იქნება. ბეჟაშვილის განმარტებით, რუსული გავლენების აგენტების რეესტრში „შეყვანილი იქნება ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ფინანსდება რუსეთის მიერ და მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს წარმოადგენს რუსული გავლენების გაზრდა საქართველოში“. ამასთან, არსებულ პირებზე სანქციების გატარებისკენ მოუწოდებენ პარტიის წარმომადგენლები საერთაშორისო პარტნიორებს.