„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა

თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გოგა ონიანის ბრიფინგი გაიმართა. ოპოზიციური პარტიის მოთხოვნაა, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მეომრების სახელობის სკვერისა და მემორიალის გაკეთება. გოგა ონიანი აცხადებს, რომ სახელდების კომისიას თხოვნით უკვე მიმართეს, დროულად მოიძიონ სკვერი, სადაც შესაბამისი მემორიალი დაიდგმება.