„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა

უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას იწყებს „ნაციონალური მოძრაობა“. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, საჭირო პროდუქტები საქართველოს მასშტაბით პარტიის ყველა ოფისში შეგროვდება. მისივე თქმით, საჭირო პროდუქტების სია მათ უკრაინულმა მხარემ მიაწოდა.