„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც  ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ განცხადება რომან გოცირიძემ და გრიგოლ ვაშაძემ გააკეთეს. მათი თქმით, ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას  და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლობების ქუთაისში გადატანას. რომან გოცირიძის ინფორმაციით,  კანონპროექტს მომავალ კვირას, ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.