„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები

პარლამენტში საქმიანობის წყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“. გადაწყვეტილება ოპოზიციურ პარტიაში მას შემდეგ მიიღეს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პარალელურად, აქტივობები იგეგმება რეგიონებშიც. დღეს კი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი დედაქალაქში, მთავრობის ადმინისტრაციასთან.