„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები

 ნიკა მელია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, კონსულტაციებს მიხეილ სააკაშვილთან მართავს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, კიევში გუშინ გაემგზავრა. მათი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას შიდა კონსულტაციებისა და საზოგადოების აზრის გაცნობის შემდეგ მიიღებენ.

„ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით კი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკრაინაში გამგზავრებით დაადასტურა, რომ დირექტივებს მიხეილ სააკაშვილისგან ელოდება.