„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა - შეფასებები

თვითმმართველობის არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება. 4 ოქტომბრისთვის უცვლელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები. ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ, მასშტაბურ აქციას აანონსებენ და მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობენ. პარტიის წევრები საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე გასვლისკენ მოუწოდებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს სერიოზულად არ აღიქვამს მმართველი გუნდი.