„ნაციონალური მოძრაობის“ გარდაქმნის გეგმა 

21:30, 10.07.2026

გადაჯგუფებები და დაანონსებული ძირეული გარდაქმნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ – პარტია შიდა პრობლემების და კრიზისული ვითარების მოგვარებას რეფორმების გატარებით ცდილობს. თუმცა მიხეილ სააკაშვილის მიერ შეთავაზებულმა გეგმამ გუნდის შიგნით კითხვები და ბუნდოვანება გააჩინა. საუბარია იმ განცხადებაზე, სადაც ის, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის პოსტის გარდა, ყველა პოზიციის დროებით გაუქმებაზე საუბრობს. თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა, რომელსაც ორწლიანი უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს ამოეწურა, პარტიის აკრძალვის მიზნით მომზადებული სარჩელის გათვალისწინებით მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებს. არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა რეფორმატორთა საბჭოს შექმნის დაანონსებასაც, რომელმაც რეფორმები უნდა გაატაროს და ამ მიზნით საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეკრიბოს – არაპარტიული ორგანოს მიერ მიღებულ რეფორმებს დროებითი მმართველი ორგანო აღასრულებს, რის შემდეგაც ახალი თავმჯდომარის არჩევა იგეგმება.

რას ნიშნავს პარტიაში გამოცხადებული გარდამავალი პერიოდი და ვინ როგორ გაიგო ახალი გეგმა -თამუნა წიკლაური მუშაობდა თემაზე.

მსგავსი