რვა ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ერთობა აქციების თარიღებზე შეთანხმდა. 13, 27 სექტემბერს და 4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიები ისევ შეიკრიბებიან და ხელახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს იქნება საპროტესტო მუხტის აწევის მცდელობა, რასაც შედეგი ვერ მოჰყვება. აქციების გეგმას უარყოფითად აფასებს გიორგი გახარიას გუნდიც, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნების ბოიკოტით ოპოზიციის ნაწილი „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. არჩევნებში მონაწილეობის პარალელურად, აქციებზე წასვლას არ გამორიცხავს პარტია „ლელო“.