„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება – გამოხმაურება

12:10, 26.08.2026

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებას, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ ლარსის გამშვები პუნქტიდან უკონტროლოდ შემოდიან რუსეთის მოქალაქეები, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლარსზე იმყოფებოდნენ, სადაც განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გამარტივებულად აძლევს მათ საქართველოს მოქალაქეობას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, ზაფხულში, როცა აქტიური ტურისტული სეზონია არაფრისგან შექმნას თემა. მათი თქმით, შესაბამისი უწყებები პასუხისმგებლობით უდგებიან, ვინ რა მიზნით შემოდის ქვეყანაში. მმართველ გუნდში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე შეახსენეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ – მალევე, თავად სააკაშვილი ხვდებოდა რუს ტურისტებს ლარსზე და მათ საქართველოში ეპატიჟებოდა.

მსგავსი