„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება – გამოხმაურება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კვლავ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხზე საუბრობენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ბესო შენგელიამ ბრიფინგი გამართა. მისი მტკიცებით საწვავი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შედის, რუსი ოკუპანტების ხელში ხვდება.