„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

15:07, 13.10.2026

„ოცნების“ მაღალჩინოსნების ანაზღაურება პენსიას 41-ჯერ აღემატება, – ეს არის სოციალური უფსკრული, უთანასწორობა და უსამართლობა“ – ასე ეხმაურება პენსიების მატებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრი. ლაშა ფარულავას შეფასებით, ინფლაციისა და გაძვირებული სურსათის, მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების საქონლის პირობებში, პენსიონერები ხშირად აუცილებელ საჭიროებებს შორის არჩევანის გაკეთებასაც კი ვერ ახერხებენ. ასევე, ოპოზიციონერის თქმით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების ზრდისთვის გამოყოფილი თანხები ხალხს უნდა მოხმარდეს.

მსგავსი