„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

18:30, 02.09.2026

განათლების სამინისტროსთან პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ და თათია ნიკოლაშვილმა ბრიფინგი გამართეს. ანა წითლიძის განცხადებით, იმ ფონზე, როცა მმართველი გუნდი საკუთარი შვილების განათლებაში ასი ათასობით ლარს ხარჯავს, ახალი სასწავლო წელი მოსწავლეთა 35%-თვის შიმშილობით იწყება. 380 000-ზე მეტი ბავშვი კი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ენმ-ის წევრები მოუწოდებენ პარლამენტს უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას საჯარო სკოლებში, რათა დაეხმარონ იმ ბავშვებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარზე იმყოფებიან.

მსგავსი